---
title: "მუხლი 40. უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/40"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/40

1. პროკურატურის თანამშრომლის უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლებია:
ა) შვებულება;
ბ) დროებითი შრომისუუნარობა, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლით;
გ) დაკავება ან ადმინისტრაციული პატიმრობა;
დ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე;
ე) კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.

2. პროკურატურის თანამშრომელს უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო, საკლასო დანამატი, წოდებისთვის დადგენილი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი. პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელს უნარჩუნდებათ აგრეთვე რანგის დანამატი.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/41.md
