---
title: "მუხლი 43. კანდიდატის შემოწმება — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/43"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "43"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. კანდიდატის შემოწმება — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/43

1. პროკურატურის თანამშრომლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი პირი ექვემდებარება შემოწმებას, რომლის წესს ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

2. შემოწმებას ექვემდებარება პირის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) ნასამართლობა და მიმდინარე ადმინისტრაციული სახდელი;
ბ) შემოსავალთან და ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
გ) სამეწარმეო და არასამეწარმეო სამართლის სუბიექტებში წილთა ფლობასთან და განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
დ) ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, განათლებასთან, სამუშაო გამოცდილებასთან, აკადემიურ ხარისხთან, სასწავლო აქტივობებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

3. შემოწმება ტარდება კანდიდატის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. თუ იგი უარს აცხადებს თანხმობაზე, მისი კანდიდატურა იხსნება განხილვიდან.

4. კანდიდატის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატურა იხსნება განხილვიდან.
თავი XI
პროკურატურის თანამშრომლის ფიცი, ინტერესთა და თანამდებობრივი შეუთავსებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/44.md
