---
title: "მუხლი 44. პროკურატურის თანამშრომლის ფიცი — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/44"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "44"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. პროკურატურის თანამშრომლის ფიცი — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/44

1. პროკურატურის თანამშრომელი თანამდებობაზე გამწესებისთანავე წერილობით დებს ფიცს: „მე (სახელი, გვარი) ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს“.

2. ფიცის დადება შეიძლება რელიგიური ფიცის დადების გარეშეც. ფიცის დამდების მიერ ხელმოწერილი ფიცი ინახება მის პირად საქმეში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/45.md
