---
title: "მუხლი 47. მოთხოვნა — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/47"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "47"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. მოთხოვნა — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/47

1. პროკურორს უფლებამოსილების განსახორციელებლად უფლება აქვს, მოითხოვოს:
ა) აუცილებელი დოკუმენტების, მასალების, საქმეების, მონაცემებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემა;
ბ) სპეციალისტის, ექსპერტის, თარჯიმნის გამოყოფა;
გ) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ან სხვა სახის შემოწმების ჩატარება.

2. გამოთხოვილი ინფორმაცია პროკურორს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 10 დღისა, ამ ინფორმაციის რეჟიმის მიუხედავად.

3. დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია შეიძლება შემოწმდეს პროკურორის მოთხოვნით მათ სამყოფელ ადგილას, პროკურორის მიერ ან მისი დავალებით – სპეციალისტის, ექსპერტის ან სხვა პირის მიერ.

4. პროკურორის მოთხოვნით დოკუმენტი და სხვა ინფორმაცია წარდგენილი უნდა იქნეს მის მიერ მითითებულ ადგილას.

5. პროკურორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოს გამოთხოვილ ინფორმაციაში მოცემული სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოების დაცვა.

6. აკრძალულია სასამართლოს კომპეტენციაში ჩარევა და რაიმე მასალის ან საქმის გამოთხოვა სასამართლოდან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/48.md
