---
title: "მუხლი 48. წარდგინება — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/48"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "48"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. წარდგინება — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/48

1. პროკურორს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს წარდგინება კანონმდებლობის დარღვევის, მისი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად ამ კანონის 22-ე, 23-ე, 25-ე და 26-ე მუხლებში მითითებულ სამართლებრივ ურთიერთობათა მონაწილეებთან, რომლებიც ვალდებული არიან, 10 დღის ვადაში აცნობონ პროკურორს მიღებული ზომების შესახებ.

2. პროკურორს ეცნობება წარდგინების განხილვის თარიღი და მას აქვს განხილვაში მონაწილეობის უფლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/49.md
