---
title: "მუხლი 49. პროტესტი — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/49"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. პროტესტი — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/49

1. პროკურორი წერილობით პროტესტს წარადგენს ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებში მითითებულ პირთა აქტებისა და ქმედებების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე.

2. პროტესტში პროკურორმა შეიძლება მოითხოვოს:
ა) უკანონო აქტის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმება ან კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ბ) უკანონო ქმედების შეწყვეტა;
გ) დარღვეული უფლების აღდგენა;
დ) კანონის დამრღვევის მიმართ პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენება.

3. პროკურორს პროტესტი უკანონო აქტის გამო შეაქვს მის გამომცემ ან ზემდგომ ორგანოში. იმავე წესით ხდება თანამდებობის პირის უკანონო ქმედების გაპროტესტება.

4. პროკურორის პროტესტი განხილული უნდა იქნეს მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

5. პროტესტის განხილვის თარიღი უნდა ეცნობოს პროკურორს. მას უფლება აქვს, პირადად ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მხარი დაუჭიროს პროტესტს.

6. პროტესტი განხილვის დაწყებამდე შეიძლება გამოითხოვოს მისმა შემტანმა ან ზემდგომმა პროკურორმა.

7. ზემდგომ პროკურორს უფლება აქვს, პროტესტის განხილვის დაწყებამდე შეიტანოს მასში ცვლილებები ან შეცვალოს იგი ახალი პროტესტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/50.md
