---
title: "მუხლი 5. პროკურატურის საქმიანობის პრინციპები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/5"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. პროკურატურის საქმიანობის პრინციპები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/5

პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება და სამართლიანობა;
ბ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა თანამშრომლის გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება;
ე) პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ღირსების ხელშეუხებლობა;
ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/6.md
