---
title: "მუხლი 54. საპროკურორო აქტების გასაჩივრება — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/54"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "54"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. საპროკურორო აქტების გასაჩივრება — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/54

1. პროკურორის წარდგინება, პროტესტი, დადგენილება, მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით ან ერთჯერადად გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 10 დღის ვადაში, თუ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. გასაჩივრება არ აჩერებს საპროკურორო აქტების აღსრულებას, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
კარი IV
საქმიანობის სხვა მიმართულებები და სახელმწიფო კონტროლი
თავი XIII
საორგანიზაციო საქმიანობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/55.md
