---
title: "მუხლი 56. ციფრულ-ელექტრონული სისტემები და სერვისები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/56"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "56"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. ციფრულ-ელექტრონული სისტემები და სერვისები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/56

1. პროკურატურა საქმიანობის ორგანიზებისთვის იყენებს ელექტრონულ სისტემებს და შიდა კომუნიკაციის ციფრულ-ელექტრონულ სერვისებს, რომლის მართვისა და უსაფრთხოების წესს და სტანდარტებს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

2. პროკურატურა უზრუნველყოფს ციფრულ-ელექტრონულ სერვერებზე ინსტალირებული მონაცემთა ბაზის, კომპიუტერული ქსელის და პროგრამული მოდულების ადმინისტრირებას და მართვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/57.md
