---
title: "მუხლი 6. პროკურატურის სტატუსი და დამოუკიდებლობა — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/6"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. პროკურატურის სტატუსი და დამოუკიდებლობა — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/6

1. საქართველოს პროკურატურა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა.

2. დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით.

3. პროკურატურას უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს ხელშეკრულება, შეიძინოს ქონება, ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/7.md
