---
title: "მუხლი 60. შეფასების შედეგების გასაჩივრების წესი — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/60"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "60"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. შეფასების შედეგების გასაჩივრების წესი — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/60

1. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი უფლებამოსილია გაასაჩივროს შეფასების შედეგები გაცნობიდან 10 დღის ვადაში.

2. პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი უფლებამოსილია გაეცნოს იმ მასალებს, რის საფუძველზეც შემფასებელმა განსაზღვრა მისი კომპეტენციის ზღვარი.

3. პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის საჩივარს იხილავს დროებითი სათათბირო ორგანო − საპრეტენზიო საბჭო და იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის ან აუქმებს შეფასების შედეგს. შეფასების შედეგის გაუქმების შემთხვევაში პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი 60 დღის ვადაში ექვემდებარება ხელახალ შეფასებას;
ბ) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს შეფასების შედეგს.

4. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილება ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაძლებელია გასაჩივრდეს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოში, რომელიც 2 თვის ვადაში ღებულობს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა) არ აკმაყოფილებს საჩივარს და უცვლელად ტოვებს საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებას;
ბ) აკმაყოფილებს საჩივარს და ცვლის საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებას.

5. საჩივრის ავტორი და შემფასებელი უფლებამოსილია ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწროს საბჭოების მიერ საჩივრის განხილვის სხდომებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/61.md
