---
title: "მუხლი 61. კადრების სარეზერვო სისტემა — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/61"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "61"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. კადრების სარეზერვო სისტემა — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 61 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/61

1. პროკურატურა უზრუნველყოფს კადრების ერთწლიანი სარეზერვო სისტემის ფორმირებას, რომელშიც ჩაირიცხებიან:
ა) პირები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას ან კონკურსს, მაგრამ არ დაინიშნებიან პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე;
ბ) პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი, რომელიც შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის გამო გათავისუფლდება თანამდებობიდან.

2. კადრების სარეზერვო სისტემიდან ამორიცხვის საფუძვლებია:
ა) რეზერვში ყოფნის ვადის გასვლა;
ბ) პირადი განცხადება;
გ) შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა;
დ) ამ კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
თავი XV
კარიერის მართვა და განვითარება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/62.md
