---
title: "მუხლი 62. პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და კვალიფიკაციის ამაღლება — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/62"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "62"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და კვალიფიკაციის ამაღლება — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/62

1. შიდაუწყებრივ დონეზე პროკურატურის თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას უზრუნველყოფს საქართველოს პროკურატურა.

2. პროკურატურის თანამშრომლები კვალიფიკაციას იმაღლებენ შესაბამის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ასევე საერთაშორისო პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურატურის თანამშრომლები უფლებამოსილი არიან კვალიფიკაცია აიმაღლონ სხვა სახელმწიფოების სასწავლო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/63.md
