---
title: "მუხლი 63. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარების წესი და პირობები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/63"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "63"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 63. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდისა და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარების წესი და პირობები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 63 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/63

1. პროკურატურა უზრუნველყოფს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდის ჩატარებას.

2. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება:
ა) პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსით დანიშვნის მსურველი კანდიდატისთვის, რომელსაც ჩაბარებული არ აქვს ადვოკატთა ან მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირთათვის.

3. პროკურორების/პროკურატურის გამომძიებლების შესაბამისობის გამოცდა ტარდება მათთვის, ვინც ვერ დააკმაყოფილებს შეფასების სისტემით განსაზღვრულ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

4. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა და პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის შესაბამისობის გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით.

5. პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარება დასტურდება სერტიფიკატით.

6. გამოცდების ჩატარების წესს და პროგრამას ამტკიცებს გენერალური პროკურორი.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/62.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/64.md
