---
title: "მუხლი 64. პრაქტიკის გავლის წესი და პირობები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/64"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "64"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. პრაქტიკის გავლის წესი და პირობები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/64

1. პროკურატურის პრაქტიკანტად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი, იცის სამართალწარმოების ენა და აქვს უმაღლესი განათლება ან უმაღლესი განათლების მიმღები სტუდენტია.

2. პროკურატურის პრაქტიკანტის პოზიცია არ არის ანაზღაურებადი და პირს არ ეთვლება შრომით სტაჟში.

3. პრაქტიკის გავლის წესს ამტკიცებს გენერალური პროკურორი.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
თავი XVI
პროკურატურის საქმიანობის სხვა მიმართულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/65.md
