---
title: "მუხლი 67¹. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/67-1"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "67^1"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67¹. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 67¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/67-1

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად გენერალური პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით დანიშნული ან განსაზღვრული პირი.

2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
თავი XVII
კონტროლი პროკურატურის საქმიანობაზე და სახსრების ხარჯვაზე

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/68.md
