---
title: "მუხლი 67. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/67"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "67"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 67 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/67

1. საქართველოს გენერალური პროკურორის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება უზრუნველყოფილია თანამდებობაზე მისი არჩევისთანავე.

2. პროკურატურის თანამშრომლის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი რეგულირდება
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი
თა და სხვა აქტებით.

3. პროკურორს აქვს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის და ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით განსაიდუმლოების უფლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/67-1.md
