---
title: "მუხლი 7. ქვემდებარეობა და სამოქმედო ტერიტორია — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/7"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ქვემდებარეობა და სამოქმედო ტერიტორია — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/7

1. საქართველოს პროკურატურა სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას შემდეგ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144
1
−144
3
მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლითა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა, მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა ჩაიდინა;
ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი ნების საწინააღმდეგოდ აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ;
გ) საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−116-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 126
​​
1
, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−151
1
მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ჩაიდინა;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე−163-ე და 164
4
მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ჩაიდინა;
ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 369
1
მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი საქართველოს პროკურატურამ ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას გამოავლინა.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული პროკურატურის თანამშრომელმა ჩაიდინა, სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო ქვემდებარეობასა და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული იმ დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომელმა ჩაიდინა, საპროცესო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესს, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიებს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.
კარი II
პროკურატურის სისტემა, მართვა, დაქვემდებარება
თავი III
პროკურატურის სტრუქტურული მოწყობა და მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/8.md
