---
title: "მუხლი 71. პროკურატურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/71"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "71"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71. პროკურატურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 71 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/71

1. პროკურატურის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. პროკურატურის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე ორგანიზაციული კოდით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. სახელმწიფო ბიუჯეტში პროკურატურისათვის განკუთვნილი ასიგნებების შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ გენერალური პროკურორის წინასწარი თანხმობით.

3. პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება ცენტრალიზებულად.

4. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით პროკურატურის მიერ ამოღებული თანხები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლობითი ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების გარდა, პროკურატურის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება დარეგულირდეს გენერალური პროკურორის შესაბამისი აქტით.
თავი XIX
პროკურატურის ქონება და შესყიდვები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/72.md
