---
title: "მუხლი 78. წახალისების ფორმები — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/78"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "78"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. წახალისების ფორმები — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 78 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/78

სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის პროკურატურის თანამშრომლის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა;
დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
ვ) ცეცხლსასროლი იარაღის ჯილდოდ გადაცემა;
ზ) „პროკურატურის საპატიო თანამშრომლის“ წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
თ) უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე წარდგენა;
ი) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/79.md
