---
title: "მუხლი 82. დახმარება დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/82"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "82"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 82. დახმარება დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 82 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/82

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მშობლები, მეუღლე, შვილი/ნაშვილები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მემკვიდრე) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 15 000 ლარის ოდენობით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პროკურატურის თანამშრომლის სხეულის დაზიანებისას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესებისას, რის შედეგადაც იგი აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად, ან დასახიჩრებისას ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 7 000 ლარის ოდენობით. კომპენსაციის დანიშვნის წესი რეგულირდება ამ კანონის მე-80 მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პროკურორზე/პროკურატურის გამომძიებელზე თავდასხმისას მისი დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მშობლები, მეუღლე, შვილი/ნაშვილები ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში − მემკვიდრე) სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 100 000 ლარის ოდენობით.

4. ზიანი, რომელიც მიადგა პროკურატურის თანამშრომელს (მისი ოჯახის წევრს) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონით დადგენილი წესით, რომლის მოთხოვნის უფლებაც პროკურატურის თანამშრომელს (მისი ოჯახის წევრს) აქვს ზიანის მიყენებიდან 1 წლის განმავლობაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/81.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/83.md
