---
title: "მუხლი 83. სახელმწიფო სპეციალური წოდებები და მინიჭების წესი — პროკურატურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/83"
law: "პროკურატურის შესახებ"
article: "83"
identifier: "matsne 4382740"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. სახელმწიფო სპეციალური წოდებები და მინიჭების წესი — პროკურატურის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროკურატურის შესახებ, მუხლი 83 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/83

1. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს დაკავებული თანამდებობისათვის, კვალიფიკაციისათვის, სამუშაო სტაჟისათვის, დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ან განსაკუთრებული დამსახურებისათვის ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის სახელმწიფო სპეციალური წოდებები გათანაბრებულია
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი
თ გათვალისწინებული უწყებების მოსამსახურეების სახელმწიფო სპეციალურ წოდებებთან.
კარი VII
დასკვნითი და გარდამავალი დებულებები
თავი XXII
გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382740-prokuraturis-shesakheb/84.md
