---
title: "მუხლი 10. მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/10"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/10

1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს.

2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ორგანოების მიერ შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების წინასწარ განხილვაში, შეიმუშაოს ალტერნატიული წინადადებები.

3. პროფესიული კავშირი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს წარუდგენს წინადადებებს ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმებისა და კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ.

4. პროფესიული კავშირი იცავს პროფკავშირის წევრთა უფლებებს, თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, აირჩიონ პროფესია, მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობით მაინც.

5. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) შესაბამისი პროფესიული კავშირის მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აწესებენ შრომის ნორმებს, შრომის ანაზღაურების სისტემებს, მატერიალური წახალისების ფორმებს, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოების ოდენობებს, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე აისახება კოლექტიურ ხელშეკრულებასა და დარგობრივ (სატარიფო) შეთანხმებაში.

6. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე დამსაქმებლების, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე დასმული საკითხების და მათთვის წარდგენილი წინადადებების განხილვაში.

7. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ხელმძღვანელი ორგანოები მუშაკთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ უფლებებთან და ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებული პირობების დაცვით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული  კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/11.md
