---
title: "მუხლი 12. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების და მისი შესრულების კონტროლის უფლებები — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/12"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების და მისი შესრულების კონტროლის უფლებები — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/12

1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის), პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის არჩევითი ორგანოების უფლებამოსილი წარმომადგენლები შრომითი კოლექტივის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებას დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, დებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და აკონტროლებენ მათ შესრულებას ამ ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი წესით.

2. დამსაქმებელი, დამსაქმებელთა გაერთიანება (კავშირი, ასოციაცია), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო ვალდებული არიან პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან, პროფესიულ კავშირთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან (ასოციაციასთან) აწარმოონ მოლაპარაკება შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) გამოიჩენს მოლაპარაკების წარმოების ინიციატივას, და შეთანხმების შემთხვევაში დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები (შეთანხმებები).
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული  კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/13.md
