---
title: "მუხლი 13. ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/13"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/13

1. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს შრომის კანონმდებლობისა და კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) პირობების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების განხილვასა და გადაწყვეტაში.

2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოამზადოს და ჩაატაროს გაფიცვა, მიტინგი, დემონსტრაცია, სხვა მასობრივი საპროტესტო აქცია.

3. პროფესიული კავშირის მიერ გაფიცვის ან სხვა საპროტესტო აქციის საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩატარებისას აკრძალულია მის ჩასახშობად ნებისმიერი ფორმის საპასუხო ქმედების განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/14.md
