---
title: "მუხლი 16. შრომის კანონმდებლობის დაცვის პროფკავშირული კონტროლის უფლება — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/16"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. შრომის კანონმდებლობის დაცვის პროფკავშირული კონტროლის უფლება — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/16

1. პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ კონტროლს უწევს პროფკავშირის წევრთა მიმართ შრომის კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, აგრეთვე დამსაქმებელთა სხვა ვალდებულებების შესრულებას კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი წესით.

2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, დამსაქმებელს მოსთხოვოს ამ კანონის დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა.

3. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, შრომის კანონმდებლობის დაცვის, აგრეთვე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარანტიების შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით შექმნას შრომის დაცვის სამსახური (შრომის ტექნიკური, სამართლებრივი დაცვის მუშაკებისა და რწმუნებული ექიმების შემადგენლობით), რომელიც იმოქმედებს ამ პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

4. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) და მისი ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შეუძლიათ შევიდნენ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე, სადაც პროფკავშირის წევრები მუშაობენ, შრომის კანონმდებლობის, პროფესიული კავშირების შესახებ, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონების, კოლექტიური ხელშეკრულებების, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებისა და გენერალური შეთანხმებების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/17.md
