---
title: "მუხლი 17. გარემოს და შრომის პირობების დაცვაში მონაწილეობის უფლება — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/17"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. გარემოს და შრომის პირობების დაცვაში მონაწილეობის უფლება — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/17

1. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის, პროფესიული დაავადებებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო პროგრამების, საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში, აგრეთვე საზოგადოებრივი კონტროლი გაუწიოს მათ განხორციელებას.

2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს შრომის პირობების ისეთი დარღვევების აღმოფხვრა, რომლებიც საშიშროებას უქმნის მუშაკის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

3. პროფესიული კავშირი, მისი შრომის დაცვის სამსახურის მუშაკები მონაწილეობენ საწარმოო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების გამოკვლევაში.

4. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობისა და დანადგარის დაპროექტებისას, მშენებლობისას და ექსპლუატაციაში მიღებისას მოითხოვოს მათი უსაფრთხოების შემოწმებაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/18.md
