---
title: "მუხლი 20. შრომითი დავის განმხილველ ორგანოებში მუშაკთა შრომითი უფლებების, ინტერესების დაცვის და მათი წარმომადგენლობის უფლება — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/20"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. შრომითი დავის განმხილველ ორგანოებში მუშაკთა შრომითი უფლებების, ინტერესების დაცვის და მათი წარმომადგენლობის უფლება — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/20

პროფესიულ კავშირს უფლება აქვს:
ა) მუშაკთა – პროფკავშირის წევრთა – შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს სარჩელი, შეიტანოს განცხადება და გამოვიდეს სასამართლოში ან შრომითი დავის განმხილველ სხვა ორგანოში;
ბ) მუშაკებს – პროფკავშირის წევრებს – გაუწიოს სამართლებრივი დახმარება;
გ) თავისი სტრუქტურის ფარგლებში შექმნას იურიდიული განყოფილებები და კონსულტაციები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/21.md
