---
title: "მუხლი 23. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული და ძირითად სამუშაოზე დასაქმებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/23"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული და ძირითად სამუშაოზე დასაქმებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/23

1. მუშაკს, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში და გათავისუფლებული არ არის ძირითადი სამუშაოდან, შეიძლება მიეცეს საწარმოო საქმიანობისგან თავისუფალი დრო პროფკავშირული მოვალეობის შესრულებისთვის და ხანმოკლე სწავლებისთვის (კვალიფიკაციის ამაღლებისთვის) კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. მუშაკი, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში ან პროფკავშირული კონფერენციის ან ყრილობის დელეგატად, თავისუფლდება საწარმოო საქმიანობისგან კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად ამ ორგანოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

3. დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის ან წევრის, პროფორგანიზატორის (პროფჯგუფორგის) სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინური წესით დასჯა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/24.md
