---
title: "მუხლი 24. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული, ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/24"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული, ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/24

1. მუშაკს, რომელიც პროფკავშირულ ორგანოში არჩევის გამო გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან, არჩევით თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის დამთავრების შემდეგ ენიჭება უპირატესი უფლება, დაუბრუნდეს წინანდელ სამუშაოს (თანამდებობას) ან მიიღოს ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა).

2. არ შეიძლება პროფკავშირულ ორგანოში არჩეული მუშაკის დამსაქმებლის ინიციატივით დათხოვნა არჩევით თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის დამთავრებიდან 1 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. პროფკავშირულ ორგანოში არჩეულ, ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლებულ პროფკავშირულ მუშაკს პროფკავშირულ ორგანოში მუშაობის დრო ჩაეთვლება საერთო შრომით სტაჟში.

4. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტში (პროფკომიტეტში) არჩეული მუშაკი, რომელიც გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან, კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად სარგებლობს ამ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის შესაბამის მუშაკთათვის დადგენილი სოციალური და შრომითი უფლებებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/25.md
