---
title: "მუხლი 25. დამსაქმებლის ვალდებულებები პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/25"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. დამსაქმებლის ვალდებულებები პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/25

1. დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია არსებული მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში შექმნას პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობები, პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას სამსახურებრივი სარგებლობისთვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე გადასცეს სათავსი, მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალებები.

2. საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მოქმედი პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის სხვა, დამატებითი მატერიალური პირობების შექმნა წესრიგდება კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით).

3. დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მუშაკთა – პროფკავშირის წევრთა – პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე ამ მუშაკთა ხელფასიდან ყოველთვიურად რიცხავს პროფკავშირულ საწევრო შენატანებს პროფესიული კავშირის ანგარიშზე კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
თავი IV. პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვა და პასუხისმგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/26.md
