---
title: "მუხლი 27. პასუხისმგებლობა პროფესიული კავშირის უფლებათა დარღვევისთვის — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/27"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. პასუხისმგებლობა პროფესიული კავშირის უფლებათა დარღვევისთვის — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/27

1. ამ კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას), პროფკავშირის კომიტეტს, პროფკავშირის წევრს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დასვას იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი ან სასამართლოში წარადგინოს სარჩელი ან შეიტანოს საჩივარი იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც არღვევს ამ კანონს, პროფესიული კავშირების შესახებ სხვა სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, ნორმატიულ აქტებს, არ ასრულებს გენერალური შეთანხმებებით, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებითა და კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/28.md
