---
title: "მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/4"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/4

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) ყველა საქართველოს მოქალაქეზე და პროფკავშირის წევრზე, საქართველოში მცხოვრებ უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სახის საწარმოზე, დაწესებულებაზე, ორგანიზაციაზე, პროფესიულ კავშირზე, პროფესიული კავშირების გაერთიანებაზე (ასოციაციაზე);
გ) საქართველოს საზღვრების გარეთ არსებულ საქართველოს პროფესიული კავშირების ორგანიზაციებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/5.md
