---
title: "მუხლი 5. პროფესიული კავშირის დამოუკიდებლობა — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/5"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. პროფესიული კავშირის დამოუკიდებლობა — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/5

1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისგან, მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან, დამსაქმებლებისგან, დამსაქმებელთა გაერთიანებებისგან (კავშირებისგან, ასოციაციებისგან), პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისგან, არ არის მათ წინაშე ანგარიშვალდებული და არ ექვემდებარება მათ კონტროლს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. პროფესიული კავშირი არ ქმნის და არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ პარტიას (გაერთიანებას).
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული  კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/6.md
