---
title: "მუხლი 6. პროფესიული კავშირის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/6"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. პროფესიული კავშირის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/6

1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით და საკუთარი წესდებით.

2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, დადგენილია ამ კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/7.md
