---
title: "მუხლი 9. პროფესიული კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია — პროფესიული კავშირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/9"
law: "პროფესიული კავშირების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 4382851"
adopted: "2018-11-30"
consolidated_as_of: "2020-09-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. პროფესიული კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია — პროფესიული კავშირების შესახებ

> Text consolidated as of 2020-09-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: პროფესიული კავშირების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2020-09-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/9

1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) რეორგანიზაცია ხდება პროფესიული კავშირის წევრების (კრების, კონფერენციის, ყრილობის) გადაწყვეტილებით, მისი წესდების შესაბამისად.

2. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ლიკვიდაცია ხდება:
ა) პროფესიული კავშირის წევრების (კრების, კონფერენციის, ყრილობის) გადაწყვეტილებით, მისი წესდების შესაბამისად;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ კანონის ან საკუთარი წესდების დარღვევისას ან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობის გამო, მარეგისტრირებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

3. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
თავი II. პროფესიული კავშირის ძირითადი უფლებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4382851-propesiuli-kavshirebis-shesakheb/10.md
