---
title: "მუხლი 20 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/20"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 4419751"
adopted: "2018-12-20"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/20

1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

2. თუ საკითხი მიეკუთვნება რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროს და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.

3. საკითხზე, რომელიც კანონის შესაბამისად შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში, მაგრამ არ მიეკუ­თვ­ნება არცერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს, გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. მთავრობა ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი სამინისტროს მმართველობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხზე, თუ შესაბამისი სამინისტრო გადაწყვეტილებას არ იღებს ან გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/21.md
