---
title: "მუხლი 23 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/23"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 4419751"
adopted: "2018-12-20"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/23

1. მინისტრი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის, მათ შორის მთავრობის დადგენილებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.

2. მინისტრის ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. მინისტრის ნორმა­ტიული აქტის მომ­ზადების, მიღება-გამოცემისა და ძალაში შეს­ვლის წესი განისაზ­ღვრება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქ­ტების შესახებ“ აჭა­რის ავტ­ონომიური რეს­პუბლიკის კანონით.

3. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.

4. მინისტრის ნორმატიული ხასიათის ბრძანება სავალდებულოა შესასრულებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, თუ ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. თუ საკითხი ერთდროულად შედის რამდენიმე სამინისტროს გამგებლობის სფეროში, მათი შეთანხმებით შესაძლებელია ერთობლივი ბრძანების გამოცემა. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას
იღებს
მთავრობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/24.md
