---
title: "მუხლი 33 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/33"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 4419751"
adopted: "2018-12-20"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/33

1. სამართლებრივი დავა სამინისტროებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებებს შორის წყდება ქვემდებარეობის წესით, თუ კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული დავის გადაწყვეტის სხვა წესი.

2. სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის წყვეტს მინისტრი.

3. სამართლებრივ დავას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმ დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედის, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა.
თავი X
ურთიერთობა უმაღლეს საბჭოსთან

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/34.md
