---
title: "მუხლი 43 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/43"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "43"
identifier: "matsne 4419751"
adopted: "2018-12-20"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/43

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და სამინისტროებმა ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, უზრუნველყონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ცვლილებებთან დაკავშირე­ბული შესაბამისი ნორმა­ტიული აქტების მიღება.

2. ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები დაექვემდებარონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს საქვეუწყებო დაწესებულებებად შემდეგნაირად:
ა) საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს;
ბ) ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
–
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო – სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს;
დ) საარქივო სამმართველო – განათლებისა  და სპორტის სამინისტროს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებები წარმოადგენენ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების უფლება­მო­ნაცვლე დაწესებულებებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 თებერვლის კანონი №26-რს - ვებგვერდი, 26.02.2025წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის 30 აპრილის კანონი №65-IIს - ვებგვერდი, 01.05.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/44.md
