---
title: "მუხლი 7 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/7"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 4419751"
adopted: "2018-12-20"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/7

1. მთავრობის სამართლებრივი აქტებია დადგენილება და განკარგულება.

2. მთავრობის დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქ­ტი, ხოლო განკარგულება ინდივიდუალურ-სამართ­ლებრივი აქტი. მთავ­რო­ბის ნორმა­ტიული აქტის მომზადების, მიღება-გამოცემისა და ძალაში შეს­ვლის წესი განისაზ­ღვრება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორ­მა­­ტიული აქ­ტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის კანო­ნით.

3. მთავრობის სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე.

4. მთავრობის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/8.md
