---
title: "მუხლი 8 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/8"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 4419751"
adopted: "2018-12-20"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/8

1. მთავრობას უფლებამოსილება უწყდება:
ა) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე;
ბ) უმაღლესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას;
გ) მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას;
დ) უმაღლესი საბჭოს დათხოვნისას .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო.
თავი IV
მთავრობის ხელმძღვანელობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/9.md
