---
title: "მუხლი 9 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/9"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 4419751"
adopted: "2018-12-20"
consolidated_as_of: "2026-04-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9 — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/9

1. მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს მთავრობას, განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს;
გ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას;
დ) უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტს;
ე) ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;
ვ) იწვევს და ხელმძღვანელობს მთავრობის სხდომებს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს;
ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  შესაბამისი მინისტრის წარდგინებით საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს – არაუმეტეს მინისტრის უფლებამოსილების ვადით და მათ მოადგილეებს არაუმეტეს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადით;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თა­ნამ­­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სხვა თანამ­დე­ბობის პი­რებს;
კ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას უმაღლეს საბჭოში;
ლ) ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კა­ნო­ნებს, გარდა კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა;
მ) კოორდინაციას უწევს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებ­თან მთავრობის ურთიერთობას;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს მთავრობის აპარატის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;
ო) ახორციელებს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რეს­პუბ­ლიკის კა­ნონ­მ­დე­ბლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4419751-acharis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-strukturis-uplebamosilebisa-/10.md
