---
title: "მუხლი 17. დროებითი ფუნქცია - მოვალეობის დაკისრება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/17"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "17"
identifier: "4"
adopted: "2019-01-17"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 17. დროებითი ფუნქცია - მოვალეობის დაკისრება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-04-01), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/17

1. მოსამსახურისთვის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის) დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება, მათ შორის ისეთის, რომელიც არ განეკუთვნება მის კომპეტენციას, შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე;
ბ) დროებით არმყოფი მოსამსახურის შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევს დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას;
გ) მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

2. მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) დროებითი ფუნქცია – მოვალეობა შესაძლებელია დაეკისროს დამატებით, ძირითად სამსახურებრივ მოვალეობასთან შეთავსებით ან მოსამსახურე შესაძლებელია დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრებისას გათავისუფლდეს ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.

3. მოსამსახურეს უფლება აქვს უარი განაცხადოს დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა ან/და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, დასტურდება შესაბამისი სამედიცინო ცნობით.

4. მოსამსახურისათვის დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება შესაძლებელია არაუმეტეს 1 წლისა. დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება 1 თვეზე მეტი ვადით შეიძლება იმ მოსამსახურის თანხმობით, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს მოვალეობა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს, რომელსაც ძირითად სამსახურებრივ მოვალეობასთან შეთავსებით დამატებით ეკისრება დროებითი ფუნქცია-მოვალეობის შესრულება, ან რომელიც გათავისუფლდა ძირითადი მოვალეობის შესრულებისგან და ახორციელებს მხოლოდ დროებით ფუნქცია-მოვალეობას, ეძლევა დროებით არმყოფი მოსამსახურისთვის/შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგო იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს, ხოლო თუ სამსახურში არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო ნაკლებია შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე – უნარჩუნდება თავისივე სარგო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 14.12.2021წ.
თავი V
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღება

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/18.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
