---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/2"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "2"
identifier: "4"
adopted: "2019-01-17"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-04-01), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/2

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურე (შემდგომში – მოსამსახურე) – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, საჯარო მოსამსახურე, სამოქალაქო პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;
ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი (შემდგომ – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი) – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დასაქმებული მოსამსახურე, რომელსაც კანონითა და ამ წესის შესაბამისად მინიჭებული აქვს სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი;
გ) საჯარო მოსამსახურე – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე მოსამსახურე;
დ) სამოქალაქო პირი – სააგენტოში დასაქმებული სახელმწიფო სპეციალური წოდების არმქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, მეხანძრე-მაშველის ფუნქციის შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული პირი;
ვ) სტაჟიორი – პირი, რომელიც „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბრის №99 ბრძანების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში გადის სტაჟირებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 2 აპრილის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 03.04.2024წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/3.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
