---
title: "მუხლი 27. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დადგენილი წოდება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/27"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "27"
identifier: "4"
adopted: "2019-01-17"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 27. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დადგენილი წოდება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-04-01), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/27

1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 5 1 პუნქტის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური წოდება.

2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის, გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირისა და სხვა საჯარო მოსამსახურისა) ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება. სააგენტოს მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის, გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირისა და სამოქალაქო პირისა) შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო სპეციალური წოდება.

3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება მხოლოდ თანამიმდევრობით. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურის გამოტოვებით დაუშვებელია.

4. სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, გარდა უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდებისა, ანიჭებს სამსახურის უფროსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი დანაყოფის წარდგინებით.

4¹. სააგენტოს მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას, გარდა უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებებისა, ანიჭებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს მოსამსახურეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უფროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს სამსახურის უფროსი სააგენტოს უფროსის წარდგინებით.

5. უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

6. უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდება შესაძლებელია მიენიჭოთ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს, თუ მათ სამსახურში მიღებისას (ან მიღების შემდგომ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გავლილი აქვთ სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი.

7. ამ წესის მე-18 მუხლის მე-5, მე-6 და 6 1 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების – სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის მინიჭებისას უმაღლესი განათლება არ მოეთხოვება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 19 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 20.03.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 15 აპრილის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 16.04.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 6 მაისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2023 წლის 24 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 24.08.2023წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 8 მაისის ბრძანება №38 - ვებგვერდი, 08.05.2025წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/28.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
