---
title: "მუხლი 28. წოდებები სამსახურში მიღებისას და დათხოვნისას — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/28"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "28"
identifier: "4"
adopted: "2019-01-17"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 28. წოდებები სამსახურში მიღებისას და დათხოვნისას — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-04-01), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/28

1. უმაღლესი განათლების მქონე პირს, იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით განსაზღვრულია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდება, ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტის წოდება, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

1¹. უმაღლესი განათლების არმქონე პირს, რომელსაც არა აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით განსაზღვრულია საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდება, ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების რიგითის წოდება, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. პირს, რომელსაც არა აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით განსაზღვრულია უმცროსი სპეციალური წოდება, ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების რიგითის წოდება, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამე არ არის დადგენილი.

3. იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სპეციალური წოდება, პირს ენიჭება რეზერვის წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება.

4. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სპეციალური ან სამხედრო წოდების შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებით. მოსამსახურეს თანაბარი წოდება მიენიჭება თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.

5. სამინისტროდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, სამსახურის სისტემაში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.

6. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება მიენიჭება დანიშვნის დღიდან (გარდა დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შემთხვევისა).

7. დათხოვნისას მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს მორიგი სპეციალური წოდება (გარდა პოლკოვნიკის სპეციალური წოდებისა), ამავე წესით დადგენილი განათლების ცენზის და თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.

8. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.

9. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან (ან დანიშვნის შემდგომ) შეიძლება მიენიჭოთ შესაბამისი სპეციალური წოდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 04.02.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 21.09.2020წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/29.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
