---
title: "მუხლი 32. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/32"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "32"
identifier: "4"
adopted: "2019-01-17"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 32. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-04-01), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/32

1. სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის გავლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ვადა, გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.

3. უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის ვადა არ წესდება.

4. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი, მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში, გარდა ამ წესის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თანამდებობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლება მხოლოდ გამართლების შემთხვევაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 21.09.2020წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/33.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
