---
title: "მუხლი 33. წოდებების ვადამდე მინიჭება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/33"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "33"
identifier: "4"
adopted: "2019-01-17"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 33. წოდებების ვადამდე მინიჭება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-04-01), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/33

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სააგენტოს მოსამსახურეს, წახალისების ფორმით, სამსახურის გავლის პერიოდში მორიგი წოდება შეიძლება მიენიჭოს ვადაზე ადრე.

2. წოდების ვადამდე მინიჭება სამსახურის გავლის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორჯერ, სხვა სახელმწიფო უწყებაში ვადამდე მინიჭებული წოდებების ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში და სააგენტოში ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს მინისტრთან შეთანხმებით. სააგენტოს მოსამსახურისათვის ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების მიზნით, სააგენტოს უფროსი მიმართავს სამსახურის უფროსს.

4. ვადამდე სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებამდე შესაბამისი მოთხოვნით მოსამსახურე მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

5. გამონაკლის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული დამსახურებისათვის მოსამსახურეს შეიძლება ვადამდე მორიგი წოდება მიენიჭოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე.

6. სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევაში განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება:
ა) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება;
ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა;
გ) სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 21.09.2020წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 14.12.2021წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/34.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
