---
title: "მუხლი 37. თანამდებობიდან დროებით გადაყენება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/37"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "37"
identifier: "4"
adopted: "2019-01-17"
consolidated_as_of: "2026-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 37. თანამდებობიდან დროებით გადაყენება — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-04-01), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/37

1. მოსამსახურე, სასამართლოს განჩინების, საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მოსამსახურის თანამდებობიდან გადაყენების ან ჩამოშორების შესახებ.

2. თანამდებობიდან დროებით გადაყენების შემთხვევაში მოსამსახურეს დროებით უჩერდება სამსახურებრივი უფლებამოსილება.

3. თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. მოსამსახურეს, გამართლების შემთხვევაში, აუნაზღაურდება იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მოსამსახურეს უფლება აქვს უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და თანამდებობაზე აღდგენაზე/ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნაზე.

4. (ამოღებულია - 22.06.2022, №58).
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 03.07.2019წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2022 წლის 22 ივნისის ბრძანება №58 - ვებგვერდი, 24.06.2022წ.
თავი VIII
მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4455205-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-mmartvelobis-speroshi-shemava/38.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
